ქსელის განვითარების ქვეგანყოფილების ინჟინერი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა17 სექ. 2017
კატეგორიატექნიკური
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
სამუშაო გამოცდილება5 წელზე მეტი
ვაკანსიის ნომერი1021
დამატებითი ინფორმაციაგთხოვთ, მიუთითოთ ფაქტობრივი მისამართი;

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიაში არსებული IP, MPLS, IPTV,DVB, DWDM, SDH, GPON, DSL, LTE, RRL ქსელის დაგეგმარების, განვითარების, მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაოს წარმართვა;
  • ქსელის კონფიგურაციის ცვლილების სისტემატური ანალიზი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • ქსელის ოპტიმიზაციის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება, ტესტირება და დანერგვის კოორდინაცია;
  • საქართველოს მასშტაბით არსებული IP, MPLS, IPTV,DVB, DWDM, SDH, GPON, DSL, LTE, RRL ქსელის პერიოდული აუდიტი, მათ შორის - სხვა განყოფილებების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, რისკების გამოვლენა და მათი პრევენციის გზების შემუშავება;
  • ქსელის ტოპოლოგიის გაუმჯობესების ტექნიკური შესაძლებლობების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  • ქვეგანყოფილების უფროსის მიერ განსაზღვრული გეგმის შესრულება და რეგულარული ანგარიშის წარმოდგენა;
  • ქსელის დაგეგმარებასა და განვითარებასთან  დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა;
  • კომპანიის  სხვა სამსახურებთან და სამუშაო პროცესის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა;
  • ქსელის აპარატურის მწარმოებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მათ მიერ წარმოდგენილი  გადაწყვეტილების საფუძვლიანი ანალიზი, შესაბამისი დასკვნის წარდგენით;


ენები

ენა

ქართული
ინგლისური
რუსული

წერითი უნარები

სრულყოფილად
სრულყოფილად
კარგად

მეტყველება

სრულყოფილად
სრულყოფილად
კარგად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა ან ტელეკომუნიკაციის სფეროში;
  • სატელეკომუნიკაციო სფეროში, მინიმუმ, 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია CCNA სერტიფიკატი, სასურველია CCNP.
  • აუცილებელია CISCO IOS, Linux/Free BSD, Windows, Telnet, Junos OS პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია, ქსელის განვითარების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მცირე და საშუალო IP ქსელის დაგეგმვის (დაპროექტების) გამოცდილება;
  • IP, MPLS, IPTV (TV Media), DWDM, GPON ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Power Point, Excel, Outlook, Visio, Project) ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ქსელის აპარატურის მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  დამუშავების და ამომწურავი დასკვნის მოზადების უნარი

პიროვნული მახასიათებლები

  • გუნდური მუშაობა
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ორგანიზებულობა;
  • გაწონასწორებული;
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;