ფროდის ანალიტიკოსი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა18 დეკ. 2017
კატეგორიატექნიკური
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება1-3 წელი
ვაკანსიის ნომერი1221

სამუშაოს აღწერა

- კომპანიის ქსელური რესურსების არაკანონიერი ან/და არაოპტიმალური გამოყენების რისკების და ფაქტების განხილვაში მონაწილეობა;

- ფროდის გამოვლენის ეფექტური სქემების დამუშავება;

- სცენარების, ძებნის, კონტროლის ალგორითმების და პარამეტრების შემუშავება;

-  ე.წ. უკონტროლო აქტივობების ანალიზისა და მართვის სისტემაზე დაყრდნობით, მომხმარებლების სტატუსების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური განხილვა და მათი შესაბამისობაში მოყვანის პროცესის კონტროლი;

- კომპანიის საკომუნიკაციო რესურსების არასანქცირებული გამოყენების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საეჭვო აქტივობის აბონენტთა ძებნის და მათი საკომუნიკაციო ქცევის ანალიზის განხორციელება;

- ტრაფიკის მონიტორინგში და ტრაფიკის დაუსაბუთებელი ცვლილებების (გადახრების) გამომწვევ მიზეზთა კვლევაში მონაწილეობა;

- საეჭვო ცვლილებებზე ოპერატიული რეაგირება;

- სასადგურე მიერთებების და მარშრუტიზაციის სქემების შემოწმების უზრუნველყოფა; 

- მიერთებების კორექტულობის კონტროლი;

- მიერთებებისა და მარშრუტიზაციის სქემებში არასანქცირებულად წარმოქმნილი ცვლილებების მიზეზების კვლევა;

- ფროდის პრევენციის მიზნით, კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობის შესახებ ინიციატივების, მეთოდიკის, წესების, შეზღუდვების და ა.შ.  შემუშავება;

- კომპანიის ქსელური რესურსების არაოპტიმალური ან/და არასანქცირებული გამოყენების სქემებისა და სცენარების აღსაკვეთად, ანალიზისა და კონტროლის სხვა პროცედურებში მონაწილეობა;

- შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;

 


ენები

ენა

ქართული
ინგლისური

წერითი უნარები

სრულყოფილად
კარგად

მეტყველება

სრულყოფილად
კარგად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

ms office

ცოდნის დონე

სრულყოფილად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება უმაღლესი/ბაკალავრი:  სასურველია, ტელეკომუნიკაციის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • სატელეკომუნიკაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება.
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის გამოცდილება (Oracle, Regular Expression, Java პროგრამირებაში ჩაითვლება უპირატესობად).
  • გამოცდილება SQL გამოყენებაში.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Windows, MS Word, MS Exell, MS Power Point, MS Project);
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილ დონეზე, ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • იდეების ინიცირების;
  • გუნდური მუშაობა
  • დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;

დარჩენილი დრო