განცხ. წარდგენის ბოლო ვადა | 25 ნოე. 2018 | |
კატეგორია | ტრანსპორტი | |
სამუშაოს განაკვეთი | სრული | |
გამოსაცდელი ვადა | 6 თვე | |
სამსახურის ადგილმდებარეობა | თბილისი | |
განათლების ხარისხი | საშუალო | |
სამუშაო გამოცდილება | 1-3 წელი | |
ჩვენ გთავაზობთ | • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; • კორპორატიულ სატელოფონო ლიმიტს; • სს“სილქნეტის“ ფიქსირებულ პროდუქტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; • ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათიან კორპორატიულ პაკეტს; |
ძირითადი ფუნქციები
- სატელეფონო არხების მდგომარეობის შემოწმება, ადგილზე მოკვლევა;
- მომსახურების ჯგუფის ბრიგადირთან ერთად, მიღებული დავალებების განხილვა და დაგეგმვა;
- მოკვლევისას, ობიექტთან მისასვლელი არსებული ან საპროექტო კომუნიკაციების მიმართულების, სიგრძის (მეტრაჟი), ჭების მდებარეობის, ბოძების მდებარეობის, კუთვნილების და მათ შორის მანძილის, ქუროს მდებარეობის, ფასადზე ან შენობაში კაბელის მონტაჟის შესაძლებლობის დადგენა;
- კომუნიკაციების მოკვლევისას არხების და ჭების ვარგისიანობის და გამტარიანობის შემოწმება;
- მიწის მცირე მოცულობის გათხრითი მუშაობების შესრულება, დამარხული ჭების მოძებნის მიზნით;
- ახდილი ჭების და სამუშაო არეალის შემოფარგვლა გამაფრთხილებელი ლენტით;
- მოკვლევის ჯგუფის დახმარება პრობლემატურ მონაქვეთზე;
- მორიგეობის შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო ადგილზე გამოცხადება და მიღებული დავალების შესრულება;
- სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტზე არსებულ ინსტრუმენტებსა და მასალებზე კონტროლის გაწევა/დაბინავება, მათი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს სფეროში 1-3 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
- განათლების ხარისხი: საშუალო/პროფესიული;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები
პროგრამა
Microsoft Office
ცოდნის დონე
პიროვნული მახასიათებლები
- პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
- გუნდური მუშაობა