განცხ. წარდგენის ბოლო ვადა | 23 ივნ. 2019 | |
კატეგორია | ტექნიკური | |
სამუშაოს განაკვეთი | სრული | |
გამოსაცდელი ვადა | 6 თვე | |
სამსახურის ადგილმდებარეობა | თბილისი | |
განათლების ხარისხი | უმაღლესი/ბაკალავრი | |
სამუშაო გამოცდილება | 1-3 წელი | |
ჩვენ გთავაზობთ | • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; • კორპორატიულ სატელოფონო ლიმიტს; • სს“სილქნეტის“ ფიქსირებულ პროდუქტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; • ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათიან კორპორატიულ პაკეტს; |
ძირითადი ფუნქციები
- რადიო ქსელის ელემენტების ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესება, ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება, სამუშაო პროცედურების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი.
- Rollout და რადიო ქსელის გაფართოების, ოპტიმიზაციის სამუშაოების მხარდაჭერა.
- მობილური ქსელის ელემენტების და 2G/3G/4G საიტებზე პროგრამული განახლებების, ლიცენზიების გაზრდის სამუშაოების წარმართვა და პროცესის მართვა.
- Helpdesk პროცედურების ყოველთვიური წარმართვა და პრობლემების გადაჭრის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა (Voice, Data, დაფარვის პრობლემები და სხვა.).
- ძირითადი და მობილური ქსელის KPI-ების ყოველდღიური მონიტორინგი.
- პრობლემების გადაჭრის პროცესში მიზნობრივი სტრუქტურული ერთეულების ჩართვის უზრუნველყოფა;
- პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი საოპერაციო ამოცანების, call/trace/tracking შესრულება.
- ქსელში დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება და მათი გადაჭრის პროცესში მონაწილეობა.
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება ქსელში დაგეგმილი ან გადაუდებელი სამუშაოების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული მახასიათებლები
- დროის მართვის უნარი
- გუნდური მუშაობა
- ორგანიზებულობა
- ანალიტიკური აზროვნება
- კომუნიკაბელურობა