მარკეტინგული კვლევების კოორდინატორი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა19 აგვ. 2019
კატეგორიამარკეტინგი
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება5 წელზე მეტი
ვაკანსიის ნომერი3302

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის გარე და შიდა კვლევების პროექტების დაგეგმვა და კოორდინირება, როგორც კომპანიის გარეთ, ასევე კომპანიის მასშტაბით.
  • კვლევის პროექტის გუნდის მართვა და საქმიანობის კონტროლი.
  • კვლევის პროგრამისა და გეგმის შემუშავება.
  • რაოდენობრივი კვლევის შედეგების შეგროვება და მონაცემთა ანალიზი.
  • ინტერვიუს კითხვარების მომზადება, ინტერვიუერთა გუნდის შექმნაში მონაწილეობა და მათი მომზადების უზრუნველყოფა.
  • კვლევების გუნდის მიერ ინტერვიუს კითხვარების სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და შედეგების შეჯამება/ანალიზი.
  • მიღებული შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთათვის.
  • კვლევის შუალედური და  შემაჯამებელი ანგარიშების/პრეზენტაციების მომზადება, წარდგენა და შედეგების შესაბამისად, მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა/ინიცირება.
  • კვლევის პროექტებისთვის საჭირო აღჭურვილობის ან/და რესურსების უზრუნველყოფა.
  • პროექტთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა. პროექტის ბიუჯეტის მონიტორინგი
  • გამოკითხვის მეთოდოლოგიის განსაზღვრა (პირისპირ/სატელეფონო), ინტერვიუების გეგმის შემუშავება და რესპონდენტთან წინასწარ შეთანხმება.
  • პირისპირ და სატელეფონო ინტერვიუების ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში, წარმართვა და ჩანაწერის მომზადება. 
  • გუნდის მუშაობის ხარისხის და შედეგების სისტემატური მონიტორინგი და შეფასება.


ენები

ენა

რუსული
ინგლისური

წერითი უნარები

კარგად
კარგად

მეტყველება

კარგად
კარგად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სტატისტიკის, მარკეტინგის, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად)
  • კვლევების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება 
  • სტატისტიკური ანალიზის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (მაგ: SPSS)

პიროვნული მახასიათებლები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მართვის უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;