ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა15 ოქტ. 2019
კატეგორიაინფორმაციული ტექნოლოგიები
სამუშაოს განაკვეთისრული
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება1-3 წელი
ვაკანსიის ნომერი3482

სამუშაოს აღწერა

  1. კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, IT რესურსების უსაფრთხოების რისკების, სისუსტეების შეფასება და მართვა. მექანიზმების შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების პრევენციის, დეტექციის და აღკვეთის მიზნით.
  2. კომპანიის ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების და ცალკეული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის უზრუნველყოფისთვის.
  3. კონკრეტული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა ზოგადი სახის ინფორმაციულ საფრთხეებთან მიმართებაში (ვირუსები, შეტევები, არასანქცირებული წვდომები და სხვა).
  4. კომპანიის მიერ შეძენილი და კომპანიაში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის,ასევე კომპანიის შიდა ქსელში არსებული IT სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, მოწყვლადობების ტესტირება /Vulnerability testing/ უსაფრთხოების ხარვეზებისა და რისკების გამოვლენის მიზნით. მათი აღმოფხვრის რეკომენდაციების შემუშავება და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცედურებში უსაფრთხოების კომპონენტის განვითარება.
  5. სხვა პროცედურების კონტროლის და ანალიზის პროცესში მონაწილეობა,  კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით.


ენები

ენა

ინგლისური

წერითი უნარები

კარგად

მეტყველება

კარგად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

Microsoft Word
Microsoft Excel
Microsoft Outlook
Microsoft PowerPoint
JavaScript
Linux
Windows Server
MySQL
HTML
Php
Python

ცოდნის დონე

კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად
კარგად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ტელეკომუნიკაციების ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
  • სატელეკომუნიკაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში და IT უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება/ Penetration testing, Firewall, ISP, IDS და ა.შ/ ჩაითვლება უპირატესობად.  
  • Web პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა / PHP, Python, Pearl და ა.შ./


პიროვნული მახასიათებლები

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;

დარჩენილი დრო