აუდიტორი ფინანსების მიმართულებით

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა8 მარ. 2021
კატეგორიააუდიტი
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება3-5 წელი
ვაკანსიის ნომერი4784

სამუშაოს აღწერა

  • ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის კომპანიის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მართვის პროცედურების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ფინანსური რენტაბელურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 
  • შიდა აუდიტორული შემოწმების ზედამხედველობა და წარმართვა ფინანსური მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

-         არსებული რისკების იდენტიფიცირება;

-         შემოწმების მეთოდოლოგიის შერჩევა;

-         აუდიტორთა გუნდის დაკომპლექტება, კოორდინაცია და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;

-         მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება;

-         იდენტიფიცირებული რისკების მართვის პროცესის ანალიზი;

-         ტრანზაქციების/პროცესების/არსებული პრაქტიკების შესაბამისობის ანალიზი კომპანიაში არსებულ მარეგულირებელ დოკუმენტებთან;

-         აუდიტის დასკვნის ფორმირება;

-         ხელმძღვანელობის ინფორმირება მიგნებების და დასკვნების შესახებ;

-         შესაბამისი მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი.


ენები

ენა

ინგლისური

წერითი უნარები

სრულყოფილად

მეტყველება

სრულყოფილად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

Microsoft Excel
Microsoft Word
Microsoft PowerPoint

ცოდნის დონე

სრულყოფილად
სრულყოფილად
სრულყოფილად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელია:

  • უმაღლესი განათლება;
  • ფინანსური აღრიცხვის, IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რისკების მართვისა და კონტროლის პრაქტიკის სიღრმისეული გაგება;
  • შიდა აუდიტის პრაქტიკის სიღრმისეული გაგება;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში  მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სასურველია და დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი ფინანსური აღრიცხვის სფეროში;
  • აუდიტორულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტელეკომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები

  • ძლიერი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
  • ლიდერული თვისებები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგზე ორიენტაცია
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პატიოსნება და საიმედოობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი და ზეპირსიტყვიერი)

დარჩენილი დრო