აუდიტორი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა8 მარ. 2021
კატეგორიააუდიტი
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება5 წელზე მეტი
ვაკანსიის ნომერი4788

სამუშაოს აღწერა

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეკონომიურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 
  • შიდა აუდიტორული შემოწმების ზედამხედველობა და წარმართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

-         არსებული რისკების იდენტიფიცირება;

-         შემოწმების მეთოდოლოგიის შერჩევა;

-         აუდიტორთა გუნდის დაკომპლექტება, კოორდინაცია და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;

-         მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება;

-         იდენტიფიცირებული რისკების მართვის პროცესის ანალიზი;

-         ტრანზაქციების/პროცესების/არსებული პრაქტიკების შესაბამისობის ანალიზი კომპანიაში არსებულ მარეგულირებელ დოკუმენტებთან;

-         აუდიტის დასკვნის ფორმირება;

-         ხელმძღვანელობის ინფორმირება მიგნებების და დასკვნების შესახებ;

-         შესაბამისი მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი.


ენები

ენა

ინგლისური

წერითი უნარები

სრულყოფილად

მეტყველება

სრულყოფილად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

Microsoft Word
Microsoft Excel
Microsoft PowerPoint

ცოდნის დონე

სრულყოფილად
სრულყოფილად
სრულყოფილად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი:

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სისტემების დანერგვის მიმართულებით;
  • რისკების მართვისა და კონტროლის პრაქტიკის სიღრმისეული გაგება;
  • შიდა აუდიტის პრაქტიკის სიღრმისეული გაგება;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში  მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სასურველია და დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი IT სფეროში სისტემების დანერგვის მიმართულებით;

პიროვნული მახასიათებლები

  • ძლიერი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
  • ლიდერული თვისებები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგზე ორიენტაცია
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პატიოსნება და საიმედოობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი და ზეპირსიტყვიერი)

დარჩენილი დრო