ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა28 მარ. 2022
კატეგორიაპროდუქტების განვითარება
ანაზღაურებაფიქსირებული:
სამუშაოს განაკვეთისრული
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება1-3 წელი
ჩვენ გთავაზობთ• პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• კორპორატიულ სატელოფონო ლიმიტს;
• სს“სილქნეტის“ ფიქსირებულ პროდუქტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
• ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათიან კორპორატიულ პაკეტს;

ძირითადი ფუნქციები

  • ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
  • ადგილობრივი ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი და კომპანიის პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
  • სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ახალი ციფრული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია (ფიჩერები, ფუნქციონალი, ვაირფრეიმები);
  • პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და კომერციული მომგებიანობის ანალიზის მომზადება;
  • პროდუქტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
  • დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების შერჩევა და შემდგომი თანამშრომლობა;
  • არსებული ციფრული პროდუქტების განახლების საჭიროების ანალიზი, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგებისა და ეფექტურობის შეფასება, ცვლილებების ინიცირება და განხორციელების კოორდინაცია.
  • არსებული და ახალი ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ციფრული პროდუქტების (apps, web, tools) განვითარების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტის მართვის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების გამოყენებითი ცოდნა;
  • პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
  • ციფრული პროდუქტების პროტოტიპირების მექანიზმების (sketching & wireframing) გამოყენებითი ცოდნა;
  • ციფრული პროდუქტების ანალიტიკური ინსტრუმენტების (Google Analytics, Firebase…) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ენები

ენა

ინგლისური

წერითი უნარები

კარგად

მეტყველება

კარგად

პიროვნული მახასიათებლები

  • კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი
  • კრეატიული
  • ანალიტიკური აზროვნება
  • პრიორიტეტების დასახვა
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
  • პროფესიული განვითარების სურვილი
  • კომერციული და სტრატეგიული ხედვა
  • სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია