განცხ. წარდგენის ბოლო ვადა | 31 ივლ. 2022 | |
კატეგორია | პროდუქტების განვითარება | |
ანაზღაურება | კონკურენტული, განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. | |
სამუშაოს განაკვეთი | სრული | |
სამსახურის ადგილმდებარეობა | თბილისი | |
სამუშაო გამოცდილება | 1-3 წელი | |
ჩვენ გთავაზობთ | • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; • კორპორატიულ სატელოფონო ლიმიტს; • სს“სილქნეტის“ ფიქსირებულ პროდუქტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; • ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათიან კორპორატიულ პაკეტს; |
ძირითადი ფუნქციები
- სილქნეტის ციფრული პროდუქტების (მობილური აპლიკაციები, ვებ-გვერდები) Მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა;
- მომხმარებლების ინსაიტების ანალიზი კომპანიის შიდა სისტემებიდან, ანალიტიკური ინსტრუმენტებიდან, რეპორტებიდან, მომხმარებელთა კვლევებიდან და/ან desk research-ის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- ციფრული პროდუქტების განვითარებაზე მომუშავე გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე ინიციატივების გამოჩენა;
- არსებული და ახალი ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევების ინიცირება და იტერაციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა;
- იდეების გენერაციის ვორკშოპებში აქტიური მონაწილეობა;
- პროდუქტის კონცეფციის რევიზია;
- არსებულ ციფრულ პროდუქტებზე UX-ის და მომხმარებლის ინტერფეისის გასაუმჯობესებელი ცვლილებების ინიცირება;
- Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;
- დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება, გაიდლაინების შექმნა და შესაბამისი თანამშრომლების გაბრიფვა;
- არსებული ციფრული პროდუქტების მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, ინსაიტების ამოღება.
ენები
ენა
ინგლისური
წერითი უნარები
მეტყველება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Mobile და Web აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
- Sketch, Figma, XD, Zeplin და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- სასურველია Front-End პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა - HTML5, CSS3;
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელურობა
- ინიციატივის გამოვლენის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
- პროფესიული განვითარების სურვილი