იურისტი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა19 სექ. 2022
კატეგორიაადმინისტრაცია
სამუშაოს განაკვეთისრული
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება1-3 წელი
ვაკანსიის ნომერი6942

სამუშაოს აღწერა

  • კომპანიის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების შემუშავება, სახელშეკრულებო პირობებში  სამართლებრივი რისკების შეფასება;
  • დეპარტამენტში შემოსულ კორესპოდენციაზე მუშაობა და შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების (ბრძანებების / ინსტრუქციების, გაიდლაინების და სხვა რეგულაციური აქტების) პროექტების მომზადება ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული მსგავსი პროდუქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს  და ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;
  • ევროკავშირის სამართლის წყაროების (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები), ასოცირების შეთანხმებისა  და ქართული კანონმდებლობის, ასევე ეროვნული და ევროპის სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე სამართლებრივი მოსაზრების (დასკვნის) მომზადება;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების  სამართლებრივი კონსულტირება, ინიცირებულ ღონისძიებათა რისკების სამართლებრივი შეფასება და მათ შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • კომპანიის მიერ ან/და მისი მონაწილეობით ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
  • სს "სილქნეტი"-ს" წარმომადგენლობა და მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საერთო იურისდიქციის სასამართლოებსა  და საერთაშორისო არბიტრაჟებში;
  • სს სილქნეტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფა საჯარო დაწესებულებებში;
  • სს სილქნეტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების წარმოდგენა კონტრაჰენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
  • მიმართულების დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ სამსახურებრივ დავალებათა შესრულება.


ენები

ენა

ინგლისური
რუსული

წერითი უნარები

კარგად
კარგად

მეტყველება

კარგად
კარგად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

Microsoft Outlook
Microsoft Word
Microsoft Excel
Microsoft PowerPoint

ცოდნის დონე

კარგად
კარგად
კარგად
კარგად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სავალდებულო:

სპეციალობით მუშაობის არანაკალებ 3 წლის გამოცდილება;
ინგლისურ ენაზე სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, უცხოურ კომპანიაში ან უცხოელ ვენდორებთან ან ინგლისურენოვან იურიდიულ დოკუმენტაციასთან, მათ შორის, ინგლისურენოვან კონტრაქტებზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ნორმატიული ცოდნა:

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი;
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
სამოქალაქო კოდექსი;სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

სასურველი:

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებით);
ევროპის კავშირის სამართლის წყაროებით მუშაობის გამოცდილება.

სასურველი ნორმატიული ცოდნა:

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი;
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი;
ფასიანი ქაღალდების  ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ  საქართველოს კანონი;
საგადასახადო კოდექსი;
შრომის კოდექსი;
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი;
ევროკავშირის სამართლის წყაროები (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები).


პიროვნული მახასიათებლები

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობა
  • დარწმუნების უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება