განცხ. წარდგენის ბოლო ვადა | 31 მარ. 2023 | |
კატეგორია | პროდუქტების განვითარება | |
ანაზღაურება | კონკურენტული, განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. | |
სამუშაოს განაკვეთი | სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 | |
სამსახურის ადგილმდებარეობა | თბილისი | |
განათლების ხარისხი | უმაღლესი/ბაკალავრი | |
სამუშაო გამოცდილება | 1-3 წელი | |
ჩვენ გთავაზობთ | • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; • კორპორატიულ სატელოფონო ლიმიტს; • სს“სილქნეტის“ ფიქსირებულ პროდუქტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; • ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათიან კორპორატიულ პაკეტს; |
ძირითადი ფუნქციები
- სატელეკომუნიკაციო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ჭრილში მსოფლიო ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების და მიდგომების შესწავლა, მათი ადგილობრივ ბაზარზე დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
- ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური შესწავლა და მათ საფუძველზე, კომპანიის არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
- კომპანიის სტრატეგიაზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება შესაბამისი პროდუქტების მიხედვით;
- პარტნიორი კომპანიების შერჩევა და მათთან ურთიერთობა, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორებთან თანამშრომლობა, ერთობლივად პროექტების შემუშავება;
- ახლად ინიცირებული პროდუქტის ანდა პროდუქტში შესატანი ცვლილებების/სიახლის ეფექტურობის შეფასება, მიზნობრიობის განსაზღვრა, საუკეთესო ვარიანტის შერჩევა და განხილვა გუნდში;
- ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შემუშავება, სრულყოფა, სატარიფო გეგმაში ცვლილებების ინიცირება, მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და მიღწეული შედეგების კონტროლი;
- ახალი პროდუქტებისა და შეთავაზების დეტალური აღწერის მომზადება, დანერგვასთან დაკავშირებულ სრულ ციკლში ჩართულობა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- ახალი და არსებული პროდუქტების გაყიდვის არხების განსაზღვრა და საკომუნიკაციო გეგმის შეთანხმება-კონტროლი;
- არსებული პროდუქტებისა და შეთავაზებების პერიოდული მონიტორინგი მათი გამარტივებისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ცვლილებების იდენტიფიცირების მიზნით;
- არსებულ პროდუქტებსა და შეთავაზებებში იდენტიფიცირებული ტექნიკური ხარვეზების შესაძლო მოგვარების გზების მოძიება, განხილვა როგორც პროდუქტის განვითარების ჯგუფთან, ასევე სხვა შესაბამის მიმართულებებთან და სათანადო ცვლილებების ინიცირება;
- სხვადასხვა მიმართულებების მიერ, პროდუქტებისა და შეთავაზებების კუთხით წამოჭრილი ინიციატივების ანდა პროდუქტებში იდენტიფიცირებული ტექნიკური ხარვეზების შესაძლო მოგვარების გზების მოძიება და განხილვა, როგორც პროდუქტის განვითარების ჯგუფთან, ასევე სხვა შესაბამის მიმართულებებთან, ცვლილებების დანერგვის საჭიროების შეფასება;
ენები
ენა
ქართული
ინგლისური
წერითი უნარები
მეტყველება
კომპიუტერული პროგრამები
პროგრამა
Microsoft Word
Microsoft Excel
ცოდნის დონე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტაციიის უნარი
- შედეგზე ორიენტაციის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი და ზეპირსიტყვიერი)